Friday, February 22, 2013

ბატონო საქართველოს ყოფილო „ხერხემალო“ (ოპოზიციის გასაგონადაც, თავის პრეზიდენტიანად), იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ დავსვა რამოდენიმე კითხვა


აინტერესებს - ნუთუ თქვენთვის საკმარისად გასაგები არ იყო არჩევნები, თავისი თვალნათელი შედეგით? მაშ რატომ მოგწონდათ თავი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით? თუ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ვინ მოგცათ უფლება, უარყოთ 1 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მიერ გაკეთებული არჩევანი (მიუხედევად წინასაარჩევნო ტერორისა), რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა? რა უფლებით აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, რატომ თვლით საკუთარ თავს მათზე აღმატებულად და რატომ გგონიათ, რომ თქვენი ინტერსები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი?
აინტერესებს - რას ეძახით სახელმწიფოდ შედგომას ან სახელმწიფოს აღმასვლას ან დემოკრატიას?
ეიძლება, სახელმწიფო გერქვას და სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია არც გაგახსენდეს? საზღვრები იმდენად დაუცველი გქონდეს, რომ ყველა მთის სიმაღლე დაკარგო? რამოდენიმე სოფელი, საძოვრები და 18 კილომეტრიანი მონაკვეთი მეზობლებმა უბრალოდ, საზღვრის გადმოწევით მიისაკუთრონ? შენი უძველესი სიწმინდე, დავით გარეჯი, მეზობელმა უაპელაციოდ, თავის საკუთრებად გამოაცხადოს?
ეიძლება, სახელმწიფო გერქვას და არაფერს აწარმოებდე, არაფერს ქმნიდე, არც სოფლის სამეურნეო, არც სამრეწველო პროდუქტს?
ეიძლება, ისეთი კანონები მიიღო, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უპირატესობას ანიჭებს ბიზნესსა თუ სოფლის მეურნეობაში?
ეიძლება, მცირემიწიან ქვეყანაში მიწა კანონით არ იყოს დაცული, მიწები უცხოელებზე გაიყიდოს და ადგილობრივი გლეხი მიწისა და საძოვრების გარეშე დარჩეს?
ეიძლება, საკუთარი თავის პატივისმცემელმა ქვეყანამ ერთ დღეში მისცეს ადამიანს მოქალაქეობა და არც მისი ნასამართლეობით დაინტერესდეს, არც ქვეყნის ენის, ისტორიისა და კულტურის ელემენტარული ცოდნა მოსთხოვოს ( ქვეყნის ერთგულების ფიცზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტი და თქვენთვის ალბათ სასაცილოც)?
ეიძლება, ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე მყოფი ქვეყნის ჩინელებით, ინდოელებითა და თურქებით გავსება? ფობიებს ნურავინ დაგვწამებს და ნურც ტოლერანტობას გვასწავლიან! როცა აღარ დაედგომებათ, ადამიანები საკუთარ სამშობლოს ტოვებენ და საქართველოს დატოვება რად გაუჭრდებოდა ჩვენთან მცხოვრებ 100-მდე ეროვნების წარმომადგენელთ?
აინტერესებს - რას ეძახით აღმშენებლობას? დღემდე რომ გვაყვედრით გაზსა და დენს ზედ მიბმული ნაგვის გადასახადით, რისი საფასურიც, შემოსავალთან შეფარდებით ლამის მსოფლიო მასშტაბით უძვირესია?გზების დაგებას, რისთვისაც უდიდესი თანხები მიიღეთ ამერიკიდან (ივანიშვილის მოცემულ მილიონებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), და რომლის უდიდესი ნაწილიც თქვენს ჯიბეებში დაილექა? ქალაქების ბუტაფორულ გადაღებვას, თუ ერთი კაცის ხუშტურზე ლანშაფტის, მასშტაბისა და სტილის გაუთვალისწინებლად, უადგილოდ წამოყუდებულ ეკლექტურ, უგემოვნო, უხარისხო მინის შენობებს, რომელმაც მოსპო ბათუმის მშვიდი სიმყუდროვე და თბილისი მთლად გაანადგურა (ასეთი თავნებობის უფლებას, მეფეებიც კი არ აძლევდნენ საკუთარ თავს!)?
როცა რამეს აკეთებ, მითუმეტეს ასე მასშტაბურს, პირველ რიგში ისმევა კითხვა - რისთვის? რას მოუტანს ქვეყანას? გიფქრიათ, რეალურად რამდენი მოსახლეა საქართველოში? რა მიზანი გქონდათ, სრულიად საქართველოს მოსახლეობა ძირითადად თბილისსა და დანარჩენ ორ-სამ ქალაქში უნდა დაგესახლებინათ? ან, გგონიათ, ამ სიმახინჯის სანახავად ჩამოვლენ ტურისტები? რათქმაუნდა არა! რაც გაკეთდა, ყველაფერი მხოლოდ თქვენს პიარსა და თქვენს სარფიან ბიზნესს ემსახურებოდა! რაც მართლა ღირებული და თავმოსაწონი გვქონდა, ყველაფერი ან უკვე მოსპეთ, ან განადგურების პირასაა!
აინტერესებს - აღმშენებლობა ჰქვია დაქცეულ ეკონომიკას, ჯანდაცვისა და განათლების სისტემას, ტოტალურ უმუშევრობას, ორ მილიონამდე, მთელ მსოფლიოში საშოვარზე გაფანტულ ქართველს (მეტი წილი ქალები არიან გადახვეწილი), დანგრეულ ოჯახებს, გაუზრდელ, გაუნათლებელ ბავშვებს, თავმოყვარეობა და კაცობა დაკარგულ, გალოთებულ, განარკომანებულ მამაკაცებსა და ახალგაზრდებს?!
აინტერესებს - რას ეძახით დემოკრატიული ქვეყნის აშენებას, როცა ამ 9 წლის მანძილზე, ისიც ვერ დაადგინეთ, რა ტიპის ქვეყანას აშენებდით (ბოლოს სინგაპურზე შეჩერდით. ეტყობა, მიშამ ისე მოილხინა იქ, რომ დიდი შთაბეჭდილება გამოჰყვა)?
რას ეძახით დემოკრატიას, შეურაცხყოფილ კონსტიტუციას, ჯიბის პარლამენტს, სასამართლოსა და პროკურატურას?
ას ეძახით დემოკრატიას, "ნულოვან ტოლერანტობას", საკუთარი მოქალაქეების მიმართ? სასამართლოსა და განაჩენის გარეშე, პრეზიდენტის ერთპიროვნულ ბრძანებას აფრასიძეების ოჯახის განადგურებისა? ტოტალური შიშის დათესვას? პრემიერისა და გურამ შარაძის მკვლელობას? საზოგადოებრივ ადგილებსა და სახლებში ნიღბიანი შეიარაღებულების შევარდნას? ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას? ციხეების უდანაშაულო ადამიანებით ავსებასა და არაადამიანურ წამებას? პარტიული ნიშნით დევნას? ბიზნესების თანამდებობის პირებისა და სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემას? ბანკის წინასწარ გამიზნულ, კაბალურ ვალებში ნახევარი საქართველოს უსახლკაროდ დატოვებას? და ყოველივე ამის ფონზე ბღავილს - „სულს ამოგხდით“?!
ქნებ, ოპოზიციის შევიწროვება, ლანძღვა, მათი რუსეთის აგენტებად გამოცხადება და ამ საბაბით 7 ნოემბერსა და 26 მაისს მოწყობილი ტერორი გგონიათ დემოკრატია?
ა ახლა, 9 წლიანი ტერორისა და ქვეყნის გაპარტახების შემდეგ, როცა თქვენი პასუხისმგებლობის საშიშროება იგრძენით, იმის ნაცვლად, რომ მოინანიოთ და ხალხს ბოდიში მოუხადოთ, გაღმა ედავებით! თავხედობა გყოფნით და ახალი მტავრობისგან სამ თვეში ითხოვთ დანაპირების ასრულებას (თან, ქვენი განუწყვეტელი საბოტაჟის პირობებში). პარტიული ნიშნით დევნასა და არადემოკრატიულობაში სდებთ ბრალს. და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ევროპისკენ აღებული კურსის შეცვლასა და რუსეთისკენ მიბრუნებაში ადანაშაულებთ. მაინტერსებს, რა ნიშნით მიდოდით ევროპისკენ, ტოტალიტარული მმართველობით, მოქალაქეების ტერორით, სახელმწიფო რეკეტითა და კორუფციით, ნარკომანებით, კანონიერი ქურდებითა და მხედრიონელებით მთავრობაში? ქვეყნის „კაგებეს“ მეთოდებით მართვით, თუ ზემოთ ჩამონათვალით?
ა ნიშნით იყავით რუსეთის წინააღმდეგი - სიტყვიერად? სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუფერებელი ლანძღვით და რეალურად კი რუსეთის საქმის კეთებით? საქართველოს ენერგო მატარებლების, წყლის, წიაღისეულის, კომუნიკაციების და სხვა რესურსების , რუსეთისთვის მიცემით? საქართველოს ბაზრის რუსეთის პროდუქციითა და მედიკამენტებით გაჯერებით? რუსეთის პროვოკაციაზე „წამოგებითა“ და წინასწარ წაგებული ორდღიანი ომის გაჩაღებით, რომელსაც მილიარდად ღირებული ტექნიკა, ჯარი და საუკეთესო ვაჟკაცები შეეწირა? აბხაზეთისა და სამაჩაბლოს ოფიციალურად დაკარგვით? ზემო სვანეთისა და რაჭის 18 კილომეტრიანი ზოლის ტყვიის გაუსროლად ჩაბარებით? ქვემო ქართლის 140 სოფლის დაკარგვითა და რუსეთის ჯარის თბილისიდან 30 კილომეტრში ჩაყენებით? რუსეთის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის მხოლოდ ომის შემდეგ მინიჭებით და ესენგედან 2009 წელს გამოსვლით?
ა, ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ და თქვენი ოპოზიციის პრეზიდენტი კიდევ ბედავთ და სხვებს უწოდებთ რუსეთის აგენტებს და ურცხვი, თავხედური სიცრუით, ქვეყნაში არეულობის გამოწვევას ცდილობთ?!
იშა ახლა გამსახურდიას ადარებს თავს და ხალხს სამოქალაქო ომით აშინებს. სინამდვილეში კი, თავის ნაცად, „კაგებეს“ მრუდე სარკის ხერხს მიმართავს - თავის ნამოქმედარსა და მომავალ გეგმებს სხვას აბრალებს. ეს თქვენ, და თქვენს პრეზიდენტს გჭირდებათ არეულობა და თქვენ ემზადებით სამოქალაქო ომისთვის! სწორედ ამისთვის უდგას მიშას თბილისთან რუსეთის ჯარი! წაგებული ომის შემდეგ, ხალხის რისხვისა ეშინოდა, მაგრამ ევროპელების აქტიურმა ჩარევამ და წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენამ (კვლავ მრუდე სარკე), ხალხს თვალები აუხვია და მაშინ გადარჩა, მაგრამ იცოდა, ქართველი ხალხი დიდ ხანს ვეღარ მოითმენდა და უეჭველად დასჭირდებოდა რუსის ჯარის დახმარება. სამოქალაქო ომის დროსაც არ ჰყავდა სიგუა-კიტოვან-ჯაბას ხალხი, მაგრამ რუსის ჯარი მიეხმარა და ახლაც იგივეს აპირებთ პრილში? მერე კი, ივანიშვილს დააბრალებთ, მის დასახმარებლად შემოვიდნენო. არ გამოგივათ ნომერი!
 ბატონო ყოფილო საქართველოს „ხერხემალო“, აქამდე თქვენი ხმა არავის გაუგია (მხოლოდ რუსულ პრესას სწყალობდით), და ახლა გახდით ოქროპირი? იმისთვის ამოიდგით ენა, რომ ისევ შეურაცხყოთ და შეაშინოთ საქართველოს მოსახლეობა? შეიგნეთ, რომ ქართველმა ხალხმა (რომელსაც თქვენ და თქვენი ერთი მუჭა ოპოზიცია თავისი პრეზიდენტითურთ ბრბოს ეძახით), უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და თქვენს უკან მობრუნებას არ დაუშვებს! შეიძლება თქვენი მცდელობით, ცოტა კიდევ ავნოთ საქართველოს, მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ დაზიანდებით! ამიტომ, ფრთხილად იყავით! ნუ სცდით ქართველი ხალხის მოთმინებას და ცეცხლს ნუ ეთამაშებით! 
ქვენი დრო დამთავრდა!

Sunday, September 23, 2012


 „ჩემი სამშობლო, საქართველო, სხვა თეატრია!“



ვეჭვობ, საქართველოში  ყოფილიყო  ადამიანი, რომელმაც  არ იცოდა, რა ხდებოდა საქართველოს ციხეებში. ან ციხეები რად გვინდოდა, ყოველ დღე, ყოველ ნაბიჯზე არ ვხედავდით  უსამართლობას? განა ჩვენს თვალწინ არ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლის სახელით ხმაურიანი დაჭერები ტელევიზიების თანხლებით?  ჩვენს თალწინ,  შენების სახელით  არ დაანგრიეს  და სახე წაართვეს ყველა ქალაქს?  განა ჩვენს თვალწინ, ღიად  არ ართმევდნენ ქონებასა და ბიზნესს? ჩვენს თვალწინ არ გაივსო ციხეები? ჩვენს თვალწინ არ ჩახოცეს უდანაშაულო  ახალგაზრდები?  7 ნოემბერს, სრულიად მოურიდებლად, სასტიკად  არ გაუსწორდნენ ხალხს?   26 მაისს უარესი სიმხეცე არ გამოიჩინეს და მსხვერპლიც არ მოჰყვა? ეს ყოველივე ხომ ძალადობაც იყო და ღირსების შელახვაც,  მაგრამ ერთხელ მაინც ამოვიღეთ ხმა (ერთი-ორი წაკნავლება არ ითვლება)? ყველაფერი გავატარეთ.....   შიშმა  დაგვჯაბნა!   ეს შიში,  გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად,  სწორედ  იმის ცოდნიდან მოდიოდა, რაც ციხეებში ხდებოდა. ხალხში შიშის ზრდის პროპორციულად  იზრდებოდა  მთავარობის თავხედობა. ივანიშვილის გამოჩენამ შიში რამდენადმე გატეხა და იმედი გააჩინა  ხალხში, მაგრამ ახლა, მთავრობაში გაჩნდა შიში  და  ამ  შიშმა მთლად დააკარგვინა ზღვარი.  ვითარება დღითი დღე იძაბებოდა და კულმინაციას აღწევდა.  დაზაფრულები,  რაღაცის მოლოდინში ვიყავით და ჰა! ბომბივით გასკდა  პატიმართა  წამების კადრები და  რაღაც ჯადოსნური ძალით იმოქმედა ჩვენზე. ფაქტიურად, ახალი არაფერი გაგვიგია, მაგრამ  თურმე,  საკუთარი თვალით უნდა გვენახა, რომ გამოვფხიზლებულიყავით, მაგრამ ამჯერადაც შვილებმა გვაჯობეს და მერე ჩვენც ამოვიღეთ ხმა. მთავრობა ორი დღე მორიდებულად იყო, ვითარებას  აკვირდებოდა, მერე კი, ისევ შიშის ფაქტორი გაათამაშა (ამჯერად პროვოკაციები. ეს რუსეთის ჯარიც ხომ აქვე ჰყავს საიმედოდ, 40 კილომეტრში...),  და როგორც კი გამოსვლები ჩაცხრა, მეორე  დღესვე გამარჯვებულის მანტია მოირგო და ძველებურად გაუტია. დამქაშებმაც გული მოიცეს და აშენებული  სახელმწიფოს დაშლის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.

ვითარება ძალზედ სერიოზულია. წინ მძიმე კვირა გვიდევს და კაცმა არ იცის რა მოხდება. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩვენ?  ჩვენ  ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.  კარგად უნდა დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ცხელი გულითა და ცივი გონებით ვიმოქმედოთ.

მოდით,  რამოდენიმე  კითხვას  დავსვავ და თან, ცოტა წარსულს გავიხსენებ.  თვალი გადაავლეთ და მე  ნუ მიპასუხებთ, თქვენ თავს გაეცით პასუხი.  დასკვნებიც თავად გამოიტანეთ.

ოფიციალურად  საქართველო,  1991 წლიდან თავისუფალ,  დამოუკიდებელ ქვეყნად (ქვეყნად და არა სახელმწიფოდ) ითვლება. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და საინტერესოა, რამდენად ვართ დღეს თავისუფალი,  დამოუკიდებელი ქვეყანა? 

შეიძლება თავისუფალი ეწოდოს ქვეყანას, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია?  ვის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნის ჯარები დგანან და თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ აძლევენ ადგილობრივ მოსახლეობას? ქვეყანას, რომელსაც ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი ჰყავს საკუთარი ტერიტორიიდან და სახლებში ვერ ბრუნდებიან? ქვეყანა, რომელმაც ოკუპანტებს ნებაყოფლობით მიჰყიდა (კაპიკებად), თავისი ყველა  სტრატეგიული და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტები? შეიძლება დამოუკიდებელი ეწოდოს ქვეყანას, რომელიც ეკონომიკურად სხვა სახელმწიფოებზეა ჩამოკიდებული?  ჩამონათვალს აღარ გავაგძელებ, პასუხი თქვენთვის  მომინდვია...........

სააკაშვილი და მისი მთავრობა  ყველაზე მეტად იმით იწონებენ თავს, რომ საქართველო, მათი მცდელობით   შედგა სახელმწიფოდ.  ასეა? ვართ შემდგარი  სახელმწიფო?

1991 წლიდან სამი მთავრობა გამოვიცვალეთ  და დღემდე არ მოგვიხდენია ჩვენი საზღვრების დემარკაცია;  24 სასაზღვრო პუნქტიდან, უმრვლესობა გადმოწეულია ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და მათგან  მხოლოდ 14 ვაკონტრელებთ;  დარღვეული გვაქვს ქვეყნის მთლიანობა (ქვეყნის 20% ოკუპირებულია); მეზობელი ქვეყნები გამუდმებით ცვლიან საზღვრებს და იჭრებიან ჩვენს  ტერიტორიულ სივრცეში, რაზეც ჩვენი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება;  ვამბობთ, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაგრამ დემოკრატია ძალზედ ფართო მცნებაა და დღემდე ისიც ვერ გაგვირკვევია, რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ  (ერთი კაცის ხუშტურზეა,  როდის რომელი ქვეყანა მოეწონება. ახლა სინგაპურზე ვართ შეჩერებული);  არ გაგვაჩნია ქვეყნის განვითარების  სტრატეგია და  გეგმა (არც იდეოლოგიური, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური);  წესით, ზემოთ ჩამონათვალის  საფუძველზე იქმნება ქვეყნის კონსტიტუცია       (კონსტიტუციაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ რაც გვაქვს,  ისიც სამაგიდო კალენდრად გაიხადეს  და   როდის როგორ აწყობთ, ისე ასწორებენ);  ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა; ყოველდღიურად ილახება მოქალაქეთა პიროვნული  უფლებები და ღირსება;    ქვეყნა არაფერს არ აწარმოებს, არაფერს არ ქმნის, არა აქვს   მრეწველობა,  სოფლის მეურნეობა,  ფაქტიურად არ არსებობს კერძო ბიზნესი; პროდუქტის, მედიკამენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების 82% იმპორტს შეადგენს;     არა გვაქვს ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების არც პროგრამები და არც სისტემა;  საზოგადოება აბსოლუტურად დაუცველია (ეკონომიკურად, ფიზიკურად  თუ მორალურად);  თითქმის ყველაფერი გაყიდული და გასხვისებულია (რისი გაყიდვა-გასხვისებაც  შეიძლებოდა  და არ შეიძლებოდა), აღარაფერი აღარ დარჩა ქვეყნისა  და მისი მოსახლეობის საკუთრებაში;  არა გვაქვს  ქვეყნის თავდაცვის  სტრატეგია  და  სისტემა (არც უნარი);   ჩვენი საგარეო  ვალი  ასტრონომიულ ციფრებს მიუახლოვდა (11 მილიარდი);  ეკონომიკურად   (და არა მხოლოდ) დამოკიდებული ვართ  სხვა  სახელმწიფოებზე და უცხოეთში წასულ  ჩვენს თანამემამულეებზე  (რომელთა  რიცხვი საშუალოდ 2 მილიონია, მათი წლიური ფულადი გზავნილების რაოდენობა კი, ოფიციალურ  1,6 მილიარდზე ბევრად მეტია);  ნებისმიერს შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ყოველგვარი წინაპირობის, სახელმწიფო ენისა და ისტორიის ცოდნის გარეშე, რაც დემოკრატია კი არა, საკუთარი სახელმწიფოს უკიდურესი უპატივცემულობაა;  აქ შევჩერდები, რადგან  ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
ახლა თქვით, რა დარჩა, რისი მიხედვითაც  ვართ შემდგარი სახელმწიფო?

რა გვჭირს, რაშია გამოსავალი?  

თვალი გადავავლოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები,  როგორ მოვედით დღემდე, რადგან  მხოლოდ აქედან გამომდინარე  შეგვიძლია განვსაზღვროთ,  რა  გველის ხვალ?  ძალიან შორიდან ვერ დავიწყებ, რათა თავი არ შეგაწყინოთ,  ცოტა უკან გახედვა კი აუცილებელია.  რუსეთის 200 წლიან ბატონობას და მითუმეტეს,  საბჭოთა პერიოდს, უკვალოდ არ ჩაუვლია. მონური მენტალიტეტი დღესაც მყარად ზის ჩვენში.  ობიექტურად, საბჭოთა  პერიოდს გარკვეული სიკეთეც ახლდა, რაც ჩვენი გონიერების შემთხვევაში, შეგვეძლო გაგვეწმინდა იდეოლოგიისგან (მითუმეტეს ჩვენთან, ის ძალიან მყიფე იყო), საფუძვლად აგვეღო და  ზედ ახალი დაგვეშენებინა, რაც ბევრად გააიოლებდა წინსვლასა და განვითარებას. ჩვენ კი, ყველაფერზე უარი ვთქვით, ყველაფერი  გავანადგურეთ, არა მხოლოდ იდეოლოგიის გამო, არამედ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ფაბრიკა-ქარხნებიდან  ჯართად გაიყიდა უძვირფასესი უცხოური მანქანა-დანადგარები, ტრაქტორები, მთელი ტექნიკა, თავად შენობები, მიწები, ნოლიდან დავიწყეთ და დღესაც იქვე ვართ, რადგან მას შემდეგ მოყოლებული ყველა ყველაფერს ვყიდით, რისი გაყიდვაც შეიძლება და არ შეიძლება,  შედეგზე კი არავინ ფიქრობს. 

რაც დამოუკიდებელნი გავხდით, სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ და სამივე  რევოლუციის შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში. როგორც წესი, რევოლუციას თან მოჰყვნენ შემთხვევითი და მედროვე ადამიანები.  ვინც ყველაზე მეტსა და ხმამაღლა გაჰყვიროდა, ვისაც დროშა, ან ლოზუნგი ეჭირა ხელში, ყველა თვლიდა, რომ მთავრობაში უნდა დამჯდარიყო. მათ  უმრავლესობას, არც სათანადო ცოდნა ჰქონდა, არც გამოცდილება, ქვეყნის ბედზე მეტად საკუთარი ამბიციები და კეთილდღეობა აწუხებდა და არც რუსეთის სუკთან იყვნენ მწყრალად (სამწუხაროდ, არც დღევანდელ ოპოზიციაში განსხვავდება დიდად ვითარება  და მთავრობაში  მოსვლის შემდეგ, თუ დროზე  არ გაიწმინდა, იგივე შედეგს  მივიღებთ).
გამსახურდიას პერიოდში,   სუკი ისევ მძლავრობდა, მოსახლეობის ლამის ნახევარი მის მარწუხებში იყო და გამსახურდია ფაქტიურად სუკის გარემოცვაში  აღმოჩნდა, რომელმაც  მოაღრჩო კიდეც. მთავრობა მეტწილად მათით დაკომპლექტდა,  არც გარეთ იყვნენ ცოტანი და რუსეთმაც ადვილად მიაღწია საწადელს.  რათქმაუნდა, თავის მხრივ ზვიადსაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ სამწუხაროდ, არც ინტელიგენციას ეყო გონება. მთავარი  მაინც ჩვენი ემოციურობა, ამბიციურობა, თავკერძობა და  დაუფიქრებლობა იყო.  ზვიადის ნაცვლად ჯაბა იოსელიანს დაუდგნენ გვერდში, რამაც   სამოქალაქო ომი და     სახელმწიფო  გადატრიალება   მოგვიტანა.  მოვიდა   სამარცხვინო ხუნტა, რასაც  შემდგომ  მოჰყვა შევარდნაძის მეორედ მოსვლა, სამეგრელოს დაწიოკება და აკლება, აბხაზეთის ომი, აბხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, 350 000 ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში და უდიდესი  მსხვერპლი;  ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტის დამკვიდრება, ნარკომანია, საძმოებად და უბნებად დაყოფა და ერთმანეთის განუკითხავი ხოცვა,  ქართული გენოფონდის მთელი თაობის  გაწყვეტა,  არნახული, ღია კორუფცია, ქვეყნის გაპარტახება  და   ისევ გადატრიალება....  და მოვიდა  შევარდნაძის დაჩეკილ-დაფრთიანებული  მთავრობა, რომელმაც მოსპო ქურდული მენტალიტეტი (მეთოდები საკუთარი თვალით ვიხილეთ), მოსპო კორუფცია ქვედა და საშუალო ფენებში და  უმაღლეს ეშელონებში გადაიტანა და დაამყარა (მსოფლიოში პირველად), ავტო-კლეპტოკრატია.
ამ თამაშებში გარკვეული როლი ამერიკამაც ითამაშა, მაგრამ რუსეთი   ბევრად  ძლიერი აღმოჩნდა და გაიმარჯვა კიდეც. ჩვენი მთავრობის ყველა მოქმედება, რუსეთის გინების ფონზე, საქართველოს საწინააღმდეგოდ და რუსეთის სასიკეთოდ მიმდინარეობდა  (ნუ, ცოტა ამერიკა-ევროპასაც უგორებდენ კოჭს და არც მეზობელი თურქეთი და სომხეთი ჰყავდათ უკმაყოფილო)...  აბა, სხვა რა შეიძლება დავარქვათ,  წინასწარ წაგებულ  ომში შესვლას და  5  დღეში  ქვეყნის  ტერიტორიის 20%-ს რუსეთისთვის დაკანონებას? ზედ  180  სოფლის,  კოდორისა და ლიახვის ხეობებისა და მამისონის უღელტეხილის დამატებას? საკუთარი ტერიტორიიდან  150 000 ადამიანის ლტოლვილად აყრასა  და ამხელა მსხვერპლს?  ქვეყნის  ყველა   სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის მიცემას?

და, რა ვითარება გვაქვს  დღეს?  ერთის მხრივ ზღვრამდე მისული, ყალყზე შემდგარი, ყველაფერწართმეული ხალხი და მეორეს მხრივ, ყველაფერზეწამსვლელი მთავრობა, თავისი უკვე ღია ულტიმატუმით - ან ჩვენ დავრჩებით, ან  რუსეთთან ომი გარდუვალია (პროვოკაციის გარანტიას თავად უზრუნველყოფენ)! 

ახლა ყველაფერი  ჩვენზეა.  ჩვენ, დღემდე ვერ ვისწავლეთ ვერაფერი და  მუდამ ერთი და იმავე ანკესზე  ვეგებით, ჩვენმა შინაურმა თუ გარე მტრებმა კი, ზედმიწევნით შეიწავლეს ჩვენი ყველა  ნაკლი და სისსუსტე და შეუცდომლად იყენებენ  საჭიროების შემთხვევაში. დღეს, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და უბრალოდ დაფიქრება კი არა, სიბრძნე და ვაჟკაცობა გვმართებს.
ყველაზე დიდი უბედურება, რაც რუსეთმა დაგვმართა, ის არის, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება,   ქვეყნის პატრონობის შეგრძნება დაგვაკარგვინა. ჩვენს ქვეყანაში,  ჩვენ აღარაფერი გვეკითხბოდა  და ჩვენც სიამოვნებით მოვიხსენით პასუხისმგებლობა. ახლაც იმავე ინერციით ვაგრძელებთ ცხოვრებას,  ავირჩევთ თუ არა მთავრობას, იმავე  დღიდან ვიხსნით პასუხისმგებლობას და  ყველაფერს მათ ვაბარებთ,  სანაცვლოდ კი,  მხოლოდ კეთილდღეობას ვითხოვთ.  თავგადაკლულები რომ ვიყავით დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ეტყობა ჯეროვნად  ვერ ვაცნობიერებდით, რომ თავისუფლება, პირველ რიგში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ნიშნავდა. სხვათა შორის, სიყვარულიც სხვა არაფეარია -  პასუხისმგებლობა და ზრუნვა.  21 წელია ვერ მივხვდით,  რომ რაზეც პასუხისმგებლობა არა გავაქვს,  რაც ჩვენ არ გვეკითხება,  ის ჩვენი არ არის. რომ  გავიძახოდით - ჩვენი  თავი ჩვენადვე  გვეყუდვნოდესო, ახლა იმის კითხვაში ვართ - ვინ გვირჩევნია, ვინ უკეთ გვაცხოვრებს, ამერიკა თუ რუსეთი? ეს იმას ჰგავს, კაცი კითხულობდეს - მე და ჩემს ცოლ-შვილს ვინ უკეთ გვაცხოვრებს, ჭიჭკო თუ ბიჭიკოო? ასეთი აზროვნება სულ ცოტა -  სირცხვილია, და თუ თავის სახელს  დავარქმევთ - უზნეობა.  თუ  ქვეყნის პატრონად არ გრძნობ თავს,  არაფერზე  პასუხისმგებლობას არ იღებ, არ ზრუნავ, არაფერზე არ რეაგირებ, არ გედარდება,   ყველაფერზე  ჩუმად ხარ, თუ მის აღმშენებლობაში მონაწილეობას არ იღებ,  კეთილდღეობას ვისგან,  ან რატომ  ელი? შენ თუ შენი ქვეყნის, შენი ოჯახისა და შენი თავისთვის არ გინდა თავის შეწუხება, სხვა რად შეიწუხებს?  ასე რომ,  რაც გვჭირს, ჩვენით გვჭირს, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე, რადგან მთავრობა უზნეო ბავშვივით არის და იმას აკეთებს, რის უფლებასაც  ვაძლევთ. უცხო კი, თუ რამეს გაგვიკეთებს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენი ხელოვნება ერთიანად,  ზომიერებისა და ჰარმონიის გენიალური ნაზავია, რაც  სიყვარულის გარეშე არ მიიღწევა.  დღესაც,  ნიჭის, გონისა და სიყვარულის დიდი პოტენციალი გვაქვს შერჩენილი, რაც  ყველაზე ძვირდღირებული განძია, მაგრამ ერთიანად წყლისთვისა გვაქვს  გატანებული.  სულ ვფიქრობდი - ალბათ ბოლომდე უნდა დავეცეთ, რომ გონს მოვიდეთ და აღმასვლა დავიწყოთ. თან  სულ მიკვირდა - ამაზე მეტად სადღა? და აი, დავენარცხეთ,  და თან ისე, რომ თვალნათლივ დავინახეთ, რამხელა იყო ჩვენი დაცემა და გათახსირება, რამაც სულით ხორცამდე შეგვძრა და შეგვრცხვა ჩვენი თავის, ჩვენი შვილების.  ალბათ,  ეს იყო საჭირო,  ეს არის ჩვენი აღმასვლის დასაწყისი.  დადგა დრო,  ჩვენი საოცარი ნიჭი, გონი და სიყვარულის უნარი ცხოვრებაში გამოვიყენოთ,  საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების   წინაშე არა მხოლოდ დღეს, ერთჯერადად (კრიზისიდან გამოსასვლელად), არამედ  ყვოველდღე, ყოველ წამს ისე, რომ ჩვენი ცხოვრების წესად იქცეს. სხვავარად, გადარჩენა არ გვიწერია. ამის უფლება კი არა გვაქვს!  რა პასუხი უნდა გავცეთ  ჩვენს  წინაპრებს, ჩვენს შვილებს,  საკუთარ თავს, სიმწრითა და  თავგანწირვით დღემდე  მოტანილი ქვეყანა, 21 საუკუნეში  საკუთარი ხელით რომ გავანადგუროთ?   

მჯერა - გავიმარჯვებთ, მაგრამ მთავარი ბრძოლა შემდეგ იწყება -  დაუნდობელი ბრძოლა  სააკუთარ თავთან. მხოლოდ ამ ომის  მოგება მოგვიტანს ნამდვილ გამაჯვებას.!

მართლაც, ჩვენი სამშობლო სხვა თეატრია და ამდენად,
ვიცი - შეგვიძლია ფენიქსივით აღდგომა!
ვიცი - ჩვენი მთავარი  მისია წინა გვაქვს! 
მე მჯერა ჩვენი! 

Wednesday, February 22, 2012


რა უნდა ბატონ ავთო ტყაბლაძეს 
პასუხი სტატიაზე,    „რა უნდა “ კი არა   -  „რა  შეუძლია ბიძინა ივანიშვილს “

ბატონო ავთო (ასეთ მომართვას იმედია კადნიერებაში არ ჩამომართმევთ,  რადგან თავადაც სახელის კნინობითი ფორმა გიწერიათ ), შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ სულ ტყუილად  შეგრცხვათ.  არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რა უნდა პუტინს,  მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია,  ამის განსაზღვრას არა თუ ვინმე სხვა, თავადაც ვერ  შეძლებს.  ნებისმიერი ადამიანის ქმედება და მითუმეტეს პოლიტიკოსისა, უამრავ  შიდა თუ გარე ვითარებაზეა დამოკიდებული. გარკვეულ ვითარებაში,  შესაძლებელია,  ყველაზე უწყინარი  და კეთილშობლი ადამიანი  მკვლელი გახდეს, ან ყველაზე მშიშარა - გმირი. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ადამიანის შესაძლებლობები მეცნიერთათვისაც კი  ნაკლებად არის ცნობილი და ძნელად ასახსნელია. ასე რომ, თქვენს სასარგებლოდ მინდა გითხრათ,  ამ საკითხთან დაკავშირებით, სასირცხვილო არაფერი გაქვთ.
დაგესესხებით დასკვნების გაკეთებაში და გეტყვით,  ზემოთქმულიდან გამოდინარე,  მთელი თქვენი მცდელობა, პასუხი გასცეთ კითხვას,  „რა შეუძლია ბიძინას“ -  ფუჭია.
მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე  თანმიმდევრობით მივყვე თქვენს წერილს და ისე ვუპასუხო  თქვენს „დასაბუთებულ“  დემაგოგიას, რომ გულუბრყვილო  და მალემრწმენი ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანოთ. 
არ  ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის სიყვარულს ვერაფრით დავიბრალებ, ისევე როგორც არსებული მთავრობის სიძულვილს,  რადგან  უცხო ადამიანების არც სიყვარული  მჩვევია და არც სიძულვილი, მითუმეტეს პოლიტიკოსებისა. ჩემი ერთადერთი სურვილი საქართელოს კეთილდღეობაა.  მეც ასევე ვიცოდი, რომ მილიარდერი იყო და ქველმოქმედებას ეწეოდა, რის გამოც მადლიერი ვიყავი მისი და  მეც თქვენსავით გამიხარდა მისი პოლიტიკაში გამოჩენა. თუმც თქვენი მოყვანილი პრიმიტიული მაგალითის მიხედვით არ ვთვლი, რომ ქველმოქმედებისა და კარგი კაცობის გამო უნდა გახდეს ქვეყნის მმართველი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, ქუთაისის ორი თეატრის აღდგენის გარდა (ერთის სრულად და მეორის თურმე ნაწილობრივ, როგორც თქვენ ბრძანებთ),  მისი ქველმოქმედების გრძელ სიასაც გავეცანი და არც მის მიერ დახარჯულ 1,5 მილიარდში შემპარვია ეჭვი. და  ვერც შემეპარებოდა, რადგან თავად  მთავრობასაც არ  უარყვია.  
თქვენ ბრძანეთ -  უბედურება ისაა, რომ ხალხმა ამ კაცზე არაფერი იცის. ბიძინა ქველმოქმედია და ეს საკმარისია მათთვის, რომ ამ კაცს ჩააბარონ თავიანთი და ქვეყნის ბედიო. უკაცრავად, მაგრამ რა ვიცოდით  მიხეილ სააკაშვილზე ან მის გუნდზე და რატომ ჩავაბარეთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედი?  უბედურება იცით რა არის ჩემო ბატონო, მიშა და მისი მთავრობა 8  წელია ქვეყანას მართავენ და  დღემდე არ იციან,  რა ტიპის ქვეყანას აშენებენ (ბოლოს სინგაპურზე შევჩერდით).
 თურმე, სამწუხაროდ, „ჩვენს ქვეყანაში ყოფილან ადამიანები, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო გაბოროტებულები, დაბოღმილები, თავგზაარეულები არიან“. ეტყობა ეს „რაღაც მიზეზი“, თქვენთვის იმდენად უმნიშვნელოა, რომ  თქვენი ყურადღების მიღმა დარჩა. დარჩენილი სიცარიელის ამოსავსებად კი არ მოერიდეთ, და  ამ  ადამიანების  სააკაშვილისადმი  სიძულვილი, მათი ფსიქიური გადახრებით ახსენით. ასე უფრო ადვილია დასკვნა, ასეთი  ადამიანების არც  აზრსა აქვს ფასი და არც მათთან საუბარს. რატომ არ უშვებთ, რომ ამ ადამიანებსაც ისევე აწუხებთ ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების ბედი, როგორც თქვენს ადრესატებს?  განა ცოტა  მიზეზი აქვთ, არ მოსწონდეთ არსებული მთავრობა და უკეთესის სურვილი ჰქონდეთ?
ახლა  თქვენი შესავლიდან კონკრეტულ საკითხებზე გადავიდეთ.
რომ ბრძანებთ, ბატონი ბიძინას ოთხი ძირითადი საკითხიდან სატრანზიტო პოტენციალსა და ტურიზმს მთავრობაც კარგად ანვითარებსო, ეტყობა, საქრთველოს ნარკოტრანზიტად  გადაქცევა გაქვთ მხედველობაში. რაც შეეხება ტურიზმს, ამერიკაში მცხოვრებ ადამიანს (და ალბათ ბევრ ევროპულ თუ აზიურ ქვეყანაში  ნამყოფს), ნუთუ გულწრფელად გჯერათ, რომ  მოდიდან გასული, ეკლექტური, უგემოვნო და უხარისხო შადრევნების, ქანდაკებებისა და  მინის შენობების სანახავად მოაწყდებიან  ტურისტები საქართველოს? ამათ რომ ტურიზმის განვითარებისა ესმოდეთ რამე, ან სურვილი ჰქონდეთ, იმას მიხედავდნენ, რაც უნიკალური და განსხვავებულია საქართველოში და რითიც მართლა შეიძლება ტურისტების მოზიდვა, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. -  აღმაშენებლის პიარი და დიდი ფული, რაც ამ „აღმშენებლობაში“ კეთდება. ტურისტების რაოდენობა კი რა პრობლემაა, მოძმე სომხები აქ არ არიან?  ჩვენც  ტურისტებს მიგვათვლიან და სულაც, იმდენს დაწერენ, რამდენიც გაუხარდებათ.  ქაღალდი ყველაფერს იტანს, ენას კი ძვალი არა აქვს.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და საერთოდ წესიერი უნივერსიტეტების  ქონა კი ნამდვილად საჭირო და აუცილებელი საქმეა,  რადგან მართლა სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, მოვახერხეთ და არსებული საუკეთესო სამეცნიერო სკოლები მოვსპეთ და გავანადგურეთ. ეს კი ჩემო ბატონო მხოლოდ იმის ბრალია, რომ განათლების მინისტრად ხან სანტექნიკოსი გვყავდა  და ხან  ციხეების უფროსი (თუმც, რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს რამოდენიმე კაცი წყვეტს, ესენი მხოლოდ ასრულებენ).
ახლა კი სოფლის მეურნეობას მივხედოთ. ბატონო ავთო, როგორ წარმოგიდგენიათ, მხოლოდ ჭორვილაში ან  თუნდაც მთელ საჩხერეში ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილის მოყვანა შექმნის ამინდს ქვეყანაში? განა არ იცით, რომ საქართველოს მთავრობას, პროდუქტის შემოტანაზე აქვს აქცენტი და არა სოფლის მეურნების განვითარებაზე?  მიზეზი ძალზედ მარტივია.  პროდუქტის  შემოტანაზე, მმართველ კლანებსა აქვთ მონოპოლია და სოფლის მეურნეობაც ამიტომ ჩაძირეს. ბატონმა ბიძინამ აკი შესთავაზა 1 მილიარდი დოლარი მთავრობას,  სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მაგრამ უარი უთხრეს. ასე რომ, სოფლის მეურნეობის განვითარება, მთავრობის პრეროგატივაა და ბატონი ბიძინას მცდელობას, მათ გარეშე  ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვებოდა. თქვენი კი,  რამდენიც არ უნდა წეროთ, თქვენი უაპელაციო  განცხადებებით ვერ დაასკვნით, რომ  ამ გუნდისგან. ახალი სფეროების განვითარებასა და სასწაულებს არ უნდა ველოდოთ, სანამ ამის რეალური საშუალება არ ექნებათ.  სასწაულებს კი, ნამდვილად არავინ ელოდება, რადგან ისინი ჯადოქრები არ არიან. 
ერთადერთი  შესაძლებლობა, რაც  ბატონ ბიძინას დაუტოვეთ, ბიზნეს გარემოს შეცვლაა, მაგრამ ამასაც იქვე კითხვის ნიშანი  დაუსვით.  ამის მიზეზად  ორი  „საბუთი“  მოგყავთ. 
ერთი  -  რომ არც ბატონი ბიძინასგან და არც  მისი ჯგუფის რომელიმე წარმომადგენლისგან არ  მოგისმენიათ ქმედითი  გეგმა, როგორ აპირებენ  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. იქნებ გამახსენოთ, რვა წლის მანძილზე მთავრობის მიერ  წარმოდგენილი თუნდ ერთი  გეგმა. ქვეყანაში ყველაფერი სპონტანურად ხდება, იმის მიხედვით, თუ ვის რა მოუვა თავში, ან ვის რა აწყობს  თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნო, რომ ბიზნესის გახსნა გამარტივდა, მაგრამ (თავი რომ დავანებოთ კაბალურ პირობებსა და შეზღვუდებს), ასევე მარტივია აწყობილი ბიზნესის ჩამორთმევა. მეოთხე  თვეა,  რაც ბატონი ბიძინა  გამოჩნდა პოლიტიკაში,  ჯერ ჯგუფიც არ შეუქმნია და თქვენ  უკვე  ითხოვთ  ვირტუალური ქვეყნის რეალურად გადაქცევისა და მისი განვითარების სრულ გეგმას. თუ ასეთი ადვილი საქმეა, რატომ არ გიჩნდებათ კითხვა -  8 წელი რას აკეთებდა მთავრობა?
და მეორე - არ გჯერათ, რომ ბატონი ბიძინას გუნდის წევრები არ ჩაერევიან ბიზნესში და  არ დაეხმარებიან  თავის ახლობლებს.  უკაცრავად მაგრამ, რატომ აძლევთ თავს უფლებას, თქვენი ეჭვის საფუძველზე, წინასწარ მიაყენოთ ადამიანებს შეურაცხყოფა, ჯერ არ ჩადენილი ქმედების გამო?   ამასაც  არ კმარობთ  და  იქვე მთელ ქართველ ერს აყენებთ შეურაცხყოფას,  რომ ეს ჩვენი სენია, რომელსაც  უცბად ვერავინ გამოასწორებს. პუტჩის შემდეგ, ქურდულ სამყაროს ეჭირა საქართველო და   ახალგაზრდებს ქურდულ მენტალიტეტზე ჰქონდათ სწორება, მაგრამ როცა მთავრობის ნება იყო, ძალიან ადვილად ამოძირკვეს ეს სიმახინჯე (მათი კუდები მხოლოდ დღევანდელ მთავრობაში დარჩა).  ასევე მალე ამოიძირკვა კორუფცია, რადგან ზემდგომები არ ითხოვდნენ ხელქვეითებისგან ფულის მოტანას (კორუფცია კი  მთავრობის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ ჯიბედ გადაქცევამ ჩაანაცვლა). ასე რომ, სურვილის შემთხვავაში, ამ სენსაც ადვილად მოევლება.
ბატონო ავთო, არა და არ გასვენებთ ეჭვი ბატონი ბიძინასგან ქველმოქმედებაში 1,5 მილიარდის დახარჯვისა და ისევ ამ თემას უბრუნდებით. თქვენი მსჯელობით, ბატონი ბიძინასგან ქუთაისის ოპერის თეატრის აღდგენა საშური საქმე არ იყო, სჯობდა ბიზნესი გაეხსნაო. ბიზნესის თემაზე უკვე ვილაპარეკეთ და აღარ დავუბრუნდები, მაგრამ ჩანს, სააკაშვილისგან ბათუმის ოპერის თეატრის აშენება გადაუდებელი საქმე  ყოფილა,  რადგან ეტყობა ბათუმელები (ქუთაისელებისგან განსვავებთ), გაწამდნენ  ლა სკალასა და ვენის თეატრებში სირბილით. და კიდევ, ვინ იცის, ოპერისა თუ ესტრადის  რამდენი მსოფლიო ვარსკვლავი იკლავს თავს ბათუმში ჩამოსასვლელად, საქართველოს მსოფლიო ვარსკვლავთან, სოფო ნიჟარაძესთან სამღერლად და სულ პიაცას მოედანზე (როგორც ეძახდნენ, სანამ ვიღაც მადლიანმა არ უთხრა, რომ პიაცა მოედანს ნიშნავს) ხომ არ ამღერებენ?  ეჰ, ჩემო კარგო...
 და ისევ, თქვენი საყვერელი შეჯამება.  -  „შევაჯამებ: ეკონომიკაში სასწაულს ან მკვეთრ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ იმის მიხედვით, რაც ამ კაცისგან ან მისი გუნდის წევრებისგან მოგვისმენია“  და გადადიხართ სხვა საკითხებზე. კარგით ბატონო, გადავიდეთ, ეს საკითხიც ერთხელ უკვე  გავიარეთ.
ახლა კი მთლად დამძიმდა ვითარება. მკითხველთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იძულებული ვარ, თქვენი სტატიიდან მთელი პასაჟი მოვიყვანო.  -  „ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ბევრი ჩემი მეგობრის შეფასებით, არის დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე ან არარსებობა საერთოდ. შეიძლება ბევრს მოსწონს, ის რაც კეთდება - მეც მომწონს, მაგრამ ძალიან არ მომწონს რომ ეს გაკეთებულიც და სხვა ბევრი რამეც დამოკიდებულია ერთ კაცზე. ხვალ რომ რამე მოუვიდეს? მაშინ რა მოხდეება?  დავიქცევით?  რატომაა დღეს პრობლემა სააკაშვილის წასვლა-არწასვლა 2013-ში?“  და იქვე დასძენთ - „ ესაა ზუსტად ინსტიტუტების სისუსტე. ქვეყანას მართავს არა წესები, ინსტიტუტები და კანონები, არამედ რამდენიმე ადამიანი. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცუდები არიან და ძლაუფლების უზურპაცია მოახდინეს. არა, უბრალოდ არ არსებობდა დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში. ავიღოთ ცნობილი მაგალითი - დამოუკიდებელი სასამართლო, მას ბევრი ითხოვს. თითქოს სააკაშვილს შეუძლია დილით გაიღვიძოს კარგ ხასიათზე და შუადღეზე იქნება დამოუკიდებელი სასამრთლო“.  და კიდევ ერთი თქვენეული პასაჟი.  თურმე - „სამწუხაროდ ბევრს არ ესმის მარტივი რამ: კიდევ გავიმეორებ, კი არ ერევა, არამედ ვერ ერევა.
უკაცრავად ბატონო ავთო,  მაგრამ მართლა ასეთი მიამიტი ბრძანდებით (მეტი რომ არ ვთქვა), და მართლა გჯერათ იმის, რასაც წერთ თუ,  ჩვენ გვასულელებთ?  ესე იგი, დღეს დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე და არარსებობა, მხოლოდ იმის ბრალია,  რომ ადრე  ეს ინსტიტუტები არ არსებობდა და  რა უნდა ექნათ სააკაშვილსა  და იმ რამოდენიმე ადამიანს, თავიდან ხომ არ შექმნიდნენ ამ ინსტიტუტებს? იძულებულნი გახდნენ თავის თავზე აეღოთ ქვეყნის მართვა. ეს არის და ეს!.  რა შუაშია ძალაუფლების უზურპაცია!?  ყოჩაღ ბატონო ავთო, ბრავო!
ძალიან ცდილობთ სააკაშვილის და იმ რამოდენიმე ადამიანის გამართლებას,  მაგრამ თქვენდაუნებურად თავად აღიარებთ მათ მიერ ძალაუფლების უზურპაციას.  
კიდევ ერთი თქვენი ბრძნული აზრი  -  „სასამართლო დამოუკიდებელი მაშინ კი არ არის, როცა მთავრობა არ ერევა მის საქმეებში, არამედ მაშინ, როცა მთავრობა ვერ ერევა სასამართლოს საქმეებში.“  რა ვქნათ ბატონო,  ჩვენ შეუგნებელთ ასეთი მარტივი რამეც არ გვესმის, მაგრამ იქნებ აგვიხსნათ, მართალია „გამოუვალი მდგომარეობის გამო“, მაგარმ ხელისუფლების მიერ  უზურპირებული  ძალაუფლების  ვითარებაში,  როგორ წარმოგიდგენიათ მათი მხრიდან სასამართლოს საქმეებში ვერ ჩარევა? რათქმაუნდა, სასამართლოს მოხელეთა კეთილსინდისიერაბაა გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში, სასამართლოს ყოველი მოხელე გმირი უნდა იყოს, რომ გაბედოს სინდისის მიხედვით მოქმედება. ყველა თუ არა, სულ ცოტა 70% მაინც, რომ საქმეს  ეშველოს. სამწუხაროდ,  ყველას ვერ მოვთხოვთ გმირობას, როცა  ოჯახის წევრების უსაფრთხოების საშიშროება აქვთ  (აღარაფერს ვამბობ ულუკმაპუროდ დატოვებაზე). თქვენ ალალად აცხადებთ, რომ არ იცით რა უნდა გაკეთდეს ამისთვის, მაგრამ ის დანამდვილებით იცით, რომ მთავრობა კარგია და უდანაშაულო და ამ რვა წლის მანძილზე, არანაირად არ მოეთხოვებოდათ ამ საკითხის გადაწყვეტა. აი, ივანიშვილსა და მის გუნდს კი  უკვე მოეთხოვება პროგრამის ქონა. ისე, არ დაგიმალავთ და,  ნამდვილად უპრიანი იყო,  ჯერ ჯგუფი შეექმნა, გეგმა დაეწერათ და მერე მოსულიყო პოლიტიკაში, მაგრამ  ჩვენს ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ნუ გაგიკვირდებათ და, მე გეტყვით ამ პრობლემის გადაწყვეტის იოლ გზას. ნუ დააშინებს მთავრობა მოხელეებსა და საზოგადოებას, ნუ აიძულებს უსინდისობის ჩადენას და თავად იყოს პატიოსნების მაგალითი , სხვებისგანაც იგივე მოითხოვიოს.  ამის გაკეთება რამოდენიმე კაცისგან უფრო ადვილია, უპრიანიცა და შედეგიანიც.
ბატონო ავთო, თქვენ ისიც ვერ გაიგეთ, როგორ მოაწყობს ბატონი ბიძინა 2-3 წელიწადში დემოკრატიულ სახელმწიფოს და როგორ წავა ოპოზიციაში? თქვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ოპოზიციაში ჩაუდგეს თავის შექმნილ მთავრობას. არა და, ეს სწორედ ის საკითხია, რითიც დაიწყეთ. არავინ არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და არავინ არ იცის, ვინ როგორ მოიქცევა ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ. ამის გარანტიებს ვერავინ ვერ მისცემს სხვის მაგივრად. წორედ ეს ჰქონდა მხედველობაში  ბატონ  ბიძინას  როცა თქვა ოპოზიციაში წავალო, რომ  მთავრობის ფხიზელი თვალი იყოს  და არ დაუშვას უკანონობა.
სულ რამოდენიმე სიტვით გამოვეხმაურები თქვენს  მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრებს. მართალია, მედია მთელს მსოფლიოში ასე თუ ისე დამოკიდებულია, მაგარმ ეს არ გამორიცხავს თავისუფალი მედიის არსებობას. ყველა  დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ალტერნატიული აზრი და ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება ბატონი ბიძინასგან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის არ გაცემას. დიდაქტიკურად რომ კითხულობთ, გინდაც რედაქტორისგან, მერაბიშვილისგან ან ბოკერიასგან მოდიოდა კითხვები,  მათ პირადად რომ დაესვათ ეს კითხვები დებატების დროს პასუხს არ გასცემდაო? ნუთუ მართლა ვერ ანსხვავებთ ჟურნალისტების მიერ  დასმულ სულელურ, პროვოკაციულ კითხვებსა და უზნეო საქციელს პრესკონფერენციის ჩასაშლელად   და  პოლიტიკოსების დებატებს?  ვეჭვობ, თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ასე მოქცეულიყვნენ, ან ასეთი უაზრო კითხვები დაესვათ.    
გაუყალბებელი არჩევნების თაობაზე კი,  ბევრჯერ შესთავაზეს მთავრობას მექანიზმები, მაგრამ არაფერი არ იღო ყურად და ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, კიდევ  უფრო გააუარესა საარჩევნო კოდექსი.  ეს ის სამწუხარო ფაქტია, რასაც ევროპაც აღნიშნავს. 
ბატონო ავთო,  თქვენ გამუდმებით აძლევთ თქვენს თავს უფლებას შეურაცხყოთ ცალკეული ადამიანები  და  მთელი საქართველოც, როცა მთავრობის გამართლება გინდათ.  რბილად რომ ვთქვათ,  ტენდეციურობაა როცა მხოლოდ ბატონი ბიძინას გარემოცვაში ხედავთ ადამიანებს, რომელნიც თურმე მთელი  ცხოვრება  ჩაწყობა-ჩალიჩით ცხოვრობდა, მთავრობის მხარეს კი სირაქლემას პოზაში დგახართ. მთავრობის  უზნეობაზე არაფერი გსმენიათ და არც ის იცით,  ცალ-ცალი კალოშითა და თითო შარვლით მოსულები, რამოდენიმე წელში მილიონერები რომ გახდნენ?  სხვის თვალში ბეწვის ძებნისა და საკუთარში  დირეს  ვერ დანახვაზეც არაფერი გსმენიათ?
ბატონო ავთო, მაოცებს თქვენი  უნარი,  ერთ შემთხვევაში არ იცოდეთ რა იქნება, მეორე  შემთხვავაში  კი ერთი ხელის მოსმით გააკეთოთ დემაგოგიური დასკვნები. ისეთი  ნიშნის მოგებით ამბობთ  -   ვნახოთ, როგორ გააუმჯობესებს ბატონი ბიძინა ჩვენი ქვეყნის საგარეო მდგომარეობასო, ვეჭვობ მის მიერ მიღებულმა დადებითმა  შედეგმა  გაგახაროთ.  საქმეში ჩაუხედავმა კაცმა რომ მოგისმინოთ, ეგონება უკვე  გვაწევრიანებენ ნატოში, ბატონ ბიძინას კი რუსეთი უნდა, მაგარმ ხალხის შიშით გადათქვა.  რას ხედავთ ცუდს იმაში, თუ ბატონ ბიძინას  რუსეთთან მოლაპარაკების გზების მოძიება სურს? განა  ამერიკა და ევროპაც,   ყოველ მეორე სიტვაში იმას არ გვეუბნება, რუსეთთან მოლაპარაკების გზები უნდა გამონახოთო? რატომ გგონიათ, მხოლოდ თქვენ იცით რუსეთის ინტერესების შესახებ საქართველოს მიმართ? რა,  განა ამერიკას არა აქვს თავისი ინტერესები? ახლა კი, თავს უფლებას მივცემ და მე გეტყვით - დიახ ყველას თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენი მთავრობის ამოცანა სწორედ  იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ინტერესები ჩამოვაყალიბოთ და მათი დაცვა შევძლოთ.
ბატონო ავთო, მაინტერესებს, წარმოდგენილი გაქვთ, რა არგუმენტებით დაითანხმა სააკაშვილმა  წერა-კითხვის უცოდინარი  ვერა ქობალია, დაეტოვებინა თავისი პურის საცხობი და  ისეთი დარგის მინისტრი გამხდარყოი, რომელზეც წარმოდგენაც კი არ აქვს?  ნუთუ, თქვენი გონიერების კაცი იმას ვერ მიხვდა, ამ ნაბიჯით (როგორც თბილისში  იტყვიან),  რა „მესიჯი“ გაუგზავნა  სააკაშვილმა საზოგადოებას?  -  არავის აზრი არ მაინტერესებს, რასაც მინდა იმას ვაკეთებ  და საერთოდ,  მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი, ის მხოლოდ ჩემს ბრძანებებს ასრულებსო. გადახედეთ ჩვენს მთავრობას, მინისტრებს და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკეთ მეორე მხარეზე, მითუმეტეს, როცა მხოლოდ მომხრეებზეა საუბარი.
ბატონო ავთო, მორიდებით გეტყვით, რომ თუ თქვენ არ იცით, როგორ აპირებენ რუსეთთან ინტერესების თანხვედრას, ეს როდი ნიშნავს, რომ არავინ არ იცის და ეს საერთოდ შეუძლებელია.  მაგრამ მაინც მაინტერესებს, ის რაც თქვენ შეუძლებლად მიგაჩნიათ, ორ დღეში როგორ უნდა დაალაგო იმის გეგმა? სამედიცინო რეცეპტი ხომ არ არის? ამას დრო და დიდი დაკვირვება სჭირდება, მაგრამ  რაც ყველაზე მთავარია,  ნება და სურვილი, რაც ჩვენს მთავრობას არ გააჩნია. და კიდევ, ასეთი გეგმა  რომც  ჰქონდეთ თქვენნაირ გონიერ კაცს უნდა ესმოდეს, რომ მისი დროზე ადრე აფიშირება არ შეიძლება, ისევე როგორც არ შეიძლებოდა ომის დროს ტელევიზიით გამოცხადება,  რა რაოდენობით და  სად იდგნენ ჩვენი ჯარები და როდის აპირებდნენ იერიშზე გადასვლას.  არ დამავიწყდება, რა სიამაყით გამოგვიცხადა სააკაშვილმა ტელევიზიით,  გადარჩენილი ტექნიკა ბორჯომის ტყეში გადავმალეო, რასაც არა მხოლოდ ტექნიკის, ბორჯომის ტყის განადგურებაც  მოჰყვა. აქვე გავაგრძელოთ რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის მიზეზებზე საუბარი. კი ბატონო, ომი იმიტომ დაგვიწყეს, რომ ნატოში არ შევსულიყავით და მედვედევი სულელია, მაგრამ რატომ შეჰყვა ომში ჩვენი ჭკვიანი მთავრობა და პრეზიდენტი, რისი იმედი ჰქონდა?  რატომ არ იღეს ყურად ამერიკის გაფრთხილება?    
„თუ ვერ დაალაგებენ ურთიერთობას, ამაში კატასტროფას მე ვერ ვხედავ. არც დღესაა დალაგებული და ვცხოვრობთო“ - ბრძანეთ. კი, თქვენ ცხოვრობთ ამერიკაში, მაგრამ აბა  საქართველოში მცხოვრებთ ჰკითხეთ, მითუმეტეს საზღვრისპირა სოფლებში ან  ლტოლვილთა დასახლებებში, თუ ჰქვია მათ ცხოვრებას ცხოვრება? თქვენ იმისი გეშინიათ, ბატონმა ივანიშვილმა თავისი სულელური მოპალარაკებებით არ გააფუჭოს საქმე, მე კი ის მაშინებს  -  გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა სააკაშვილმა,  პროვოცირება არ მოახდინოს რუსეთის ჯარის შემოსაყვანად. 
ბატონო ავთო, ამბობთ, რომ ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფი  კომუნისტების დროს შეკრებილ აქტივს გაგონებთ.  აბა გადახედეთ  ჩვენი მთავრობის შემადგენლობას, უმეტესობა ან  შევარდნაძის გუნდის წევრია, ან მათი  შვილები.  დანარჩენი კი  26-27 წლის გოგო-ბიჭებით  შეავსეს,   რომელთაც არც სათანადო ცოდნა ჰქონდათ და არაც  გამოცდილება. ახლა კი გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ნუთუ ჩვენი მთავრობის შეკრებები  კომკავშირის ყრილობას არ გაგონებთ,  ან სააკაშვილის აჩქარებული ტემპი   კომუნისტურ ხუთწლედს - ოთხწლედში?  არაფერს  გაგონებთ  მისი და  სამთავრობო არხების  გაუთავებელი საუბრები  ჩვენს უდიდეს წარმატებებზე, ჩვენს მოწინავეობაზე მთელს მსოფლიოში, ჩვენს საუკეთესო ცხოვრებაზე?  თქვენი არ ვიცი, და მე კი ბრეჟნევის  ეპოქას მაგონებს სააკაშვილის  გამუდმებულად ეკრანზე ყოფნა და თვითკმაყოფილი, საათნახევრიანი საუბრები  საკუთარ დამსახურებებსა და წარმატებებზე.  ჩვენი პარლამენტი ხომ  საბჭოთა ყრილობის ასლია,  ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღებით, მქუხარე ტაშის ქვეშ.    
რაც შეეხება თქვენს  დასკვნას  იმის შესახებ, რომ  ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა  არ რჩება ძლაუფლებაში და მას ბოკერიას ხალხი ჩაანაცვლებს, მხოლოდ ღიმილს იწვევს, ისევე როგორც თქვენი მტკიცება, ბოკერია სჯობს ივანიშვილსო, რადგან თურმე პროფესიონალი პოლიტიკოსი ყოფილა. მაინტერესებს, სად და როდის ნახეთ მისი პოლიტიკური პროფესიონალიზმი? კარგად მახსოვს, ომის წინ, სცენაზე მხრების თამაშით გამოვარდნილი ბოკერია, უკანასკნელ ხმაზე რომ ბღაოდა, წავალთ ახლა და დედას ვუტირებთ რუსებსო. ნეტავ რისი იმედი ჰქონდა დიდ პოლიტიკოსს? და საერთოდ, ბატონო ავთო, რამდენი პროფესიონალი პოლიტიკოსი იცით  ჩვენს მთავრობაში? საბჭოთა ეპოქაშიც კი იცოდნენ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკოსს და საგანგებოდ ზრდიდნენ კადრებს. ჩვენთან კი, ვინც  ორი ღერი ინგლისური იცის, ყველა პოლიტიკოსია და ელჩობა ხომ საჯარიმო პროფესიად იქცა, რაღაც  ერთგვარად გადასახლებასავით. ამიტომ გვაქვს ასე კარგად აწყობილი საგარეო პოლიტიკა.   
თქვენი სტატიის ბოლოს დიდაქტიკურად კითხულობთ  -  რა არის ამ წერილის აზრი, რომ შევაჯამოო?  
რა უნდა შეაჯამოთ ბატონო ავთო?  ადამიანი ვერასდროს ვერ დაინახავს იმას, რისი დანახვაც არ უნდა. თქვენ მხოლოდ ივანიშვილის გარემოში  ხედავთ რეტროგრადებსა და გარეწრებს  და ვერც ერთს მთავრობაში. მხოლოდ ერთ მხარესა და მთლიანად საქართველოს ლანძღავთ და ამას ისე დემაგოგიურად აკეთებთ, ვითომ ობიექტური ბრძანდებით და გული შეგტკივათ, სინამდვილეში კი,  ცდილობთ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროთ.  თქვენი კითხვის პასუად - Что хуже дурака? - Дурак с инициатиовой, მინდა გითხრათ, რომ  ამჯერადაც   გავუსწარით მოვლენებს და   უკვე  ისიც ვიცით  -  Что может сделать дурак с инициатиовой.   ისიც ვიცით, რომ  ბევრ სასიკეთოს საქმესთან  ერთად, დავკარგეთ ტერიტორიის  20%,  რამოდენიმე ათიათასით  გაიზარდა  ლტოლვილების რიცხვი, 30 კილომეტრში დგას რუსეთის ჯარი, რაც კი მეტ-ნაკლებად ღირებული და მნიშვნელოვანი გაგვაჩნია, რუსეთის ხელშია (ნუ, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებიც არიან წილში),  განადგურდა განათლებისა და სამედიცინო სისტემა,  მოისპო მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ბიზნესზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და სასამართლოზე უკვე ვისაუბრეთ. ხო და, საკმარისია ბატონო. დიდად  მადლობლები ვართ, მაგრამ  მათი დრო ამოიწურა. ახლა სხვამ სცადოს.   ბატონმა ბიძინამ  თავისი გამოჩენით უკვე გააკეთა დიდი საქმე  - სასოწარკვეთილ  ხალხს იმედი დაუბრუნა.  თქვენ  კი,  უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ეჭვებით, ცდილობთ კვლავ ჩაუკლათ ხალხს იმედი.   უკაცრავად და, ვინ მოგცათ  ამის უფლება? 
და ბოლოს, ჩემი დასკვნა კი  ასეთია  (რაც თქვენს სტატიას ეფუძნება),  -  თქვენ ხართ ჩამოყალიბებული დემაგოგი და ვეჭვობ, რომ თქვენი ინიციატივით  მოქმედებდეთ.  უკაცრავად, მაგარამ არც  იმას გამოვრიცხავ,  ეს წერილი  სხვისი დაწერილი იყოს (რისი საფუძველიც თქენს ფეისბუკზე გაკეთებულმა შენიშვნებმა მომცა).
ელისო წიკლაური, მხატვარი-მოქანდაკე     
იქიდანვე, საიდანაც  თქვენ  გვმოძღვრავთ